„მაგთიკომი"კორონავირუსთან ბრძოლისთვის სამთავრობო ფონდში 3 მილიონ ლარს გადარიცხავს

პუბლიკა

„მაგთიკომის” ინფორმაციით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, საქართველოს სამთავრობო ფონდში 3 მილიონ ლარს გადარიცხავს.

„მაგთიკომის დამფუძნებლების გადაწყვეტილებით და მაგთიკომის გუნდის მხარდაჭერით, მაგთიკომი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, საქართველოს სამთავრობო ფონდში 3 მილიონ ლარს გადარიცხავს”, – ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მარნეულსა და ბოლნისში კი საკარანტინო რეჟიმი დაწესდა.