მაიკლ კარპენტერი: საქართველოსთან არსებული ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია

პუბლიკა

ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ X-ზე, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორი მაიკლ კარპენტერის განცხადებას ავრცელებს.

კარპენტერის თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში,  ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით წავიდა.

ჟურნალისტის ინფორმაციით, კარპენტერმა განაცხადა, რომ „საქართველოსთან არსებული ყველა პროგრამა გადახედვით პროცესშია“

გულწრფელად რომ ვთქვათ, როდესაც ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას, როდესაც ვხედავთ მიღებულ კანონებს, რომლებიც საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის სივრცეს ზღუდავს, ეს არ შეესაბამება ღირებულებებს, რომლებიც ნატო-ს ალიანსს საფუძვლად უდევს და გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ თავსებადია ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან, მათ შორის ევროკავშირთან.

ცხადია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით წავიდა ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივის თვალსაზრისით.

ჩვენ დიდი ხანია მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 60-ზე მეტ რაუნდში საქართველოს მხარდასაჭერად“ – ამბობს აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა.