„მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების მატების გამო ჯანმომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

პუბლიკა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების გამო ჯანდაცვის მიმართულებით გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ეს ჯანმოს ყველაზე მაღალი კლასიფიკაციაა შემთხვევების მატების შემთხვევების დროს.

ჯანმოს გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეიესუსის თქმით, ამ დროისთვის, მსოფლიოს მასშტაბით, 75 ქვეყანაში 16 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. დაფიქსირდა გარდაცვალების ხუთი შემთხვევაც ვირუსის გავრცელებასთან ერთად.

ამ დროისთვის, „მაიმუნის ყვავილის“ პარალელურად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მხოლოდ სხვა ორი მიმართულებით აქვს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა – ერთი კორონავირუსის პანდემიის გამო და მეორე პოლიომიელიტის გავრცელების მთლიანად აღმოფხვრის მიზნით.