„მაინტერესებს უფლებრივი პერსპექტივიდან მისი მდგომარეობა“ - ლომჯარია სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა

პუბლიკა

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად სახალხო დამცველი მივიდა.

„მსურს ვნახო მისი, როგორც დაკავებული პირის უფლებრივი მდგომარეობა. ჩემი მანდატიდან გამომდინარე შემიძლია, რომ ვნახო დაკავებული პირი და გამოვიტან ამ ინფორმაციას. როგორც წესი, დაკავებულები თვითონ საუბრობენ ჩვენთან, რა მდგომარეობაში, არიან, სჭირდებათ თუ არა დახმარება, მათ შორის, პირველადი, სამედიცინო, დაკავების დროს მოპყრობა როგორი იყო და ა.შ. ამ ყველაფერზე ვკითხავ. მე არ მექნება მასთან პოლიტიკური შეკითხვები, თუ მას ექნება რაიმეს თქმის სურვილი, რა თქმა უნდა, მოვუსმენ. მაინტერესებს უფლებრივი პერსპექტივიდან მისი მდგომარეობა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.