ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში შექმნილ ვითარებას აფასებს.
მაკალისტერი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლის ბოლომდე შეჩერების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას და ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეების მოწოდებები გაითვალისწინოს.
ევროპარლამენტარი ხაზს უსვამს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, „ქართულმა ოცნებამ” შეცვალოს საგარეო კურსი – დისტანცირდეს მოსკოვისგან და მიიღოს ევროკავშირთან თავსებადი დღის წესრიგი. მაკალისტერისვე თქმით, ევროკავშირში გაწევრების პროცესი, პრაქტიკულად, გაყინულია ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების შემდეგ.
მან ილაპარაკა საქართველოსთვის გათვალისწინებული დახმარებების გაყინვაზე, აღნიშნა 121 მილიონი ევროს არაპირდაპირი ფინანსური დახმარების შეჩერება, ასევე, გაიყინა ის 30 მილიონი ევრო, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ გაყინა საქართველოს მხარდაჭერა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან.
ეს დახმარება უნდა განაწილდეს „სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის სასარგებლოდ”.
„მიზანი უნდა იყოს თავისუფლების დარჩენილი სივრცეების დაცვა, საიდანაც შეიძლება წარმოიშვას ნამდვილი წინააღმდეგობა ავტორიტარული პრაქტიკის მიმართ. საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ხალხისგან უნდა მოდიოდეს. ევროპარლამენტმა ნათლად თქვა, რომ ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში წამყვანი პირების სანქცირება მათი მავნებლური საქმიანობის გამო.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ორგანიზებისკენ. მოვუწოდებთ ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრება”. – თქვა დავიდ მაკალისტერმა.
მაკალისტერმა ასევე აღნიშნა, რომ რომ სალომე ზურაბიშვილი კვლავ არის საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი.
„არ შევცდეთ: სალომე ზურაბიშვილი კვლავაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტია. ის არის საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში, სანამ ახალი არჩევნები გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში ჩატარდება, რომელსაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია გამართავს, უზრუნველყოფს ჭეშმარიტად სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს”. – თქვა მაკალისტერმა IPN-სთან.