მაკფოლი: მიდით, ქართველებო! შეაჩერეთ ევროპიდან ეს უკუსვლა

პუბლიკა

„მიდით, ქართველებო! შეაჩერეთ ევროპიდან ეს უკუსვლა”, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, მაიკლ მაკფოლი წერს.

მაკფოლი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც საქართველოს პარლამენტს ჰომოფობიური კანონის გაწვევისკენ მოუწოდა.

„მიდით, ქართველებო! შეაჩერეთ ევროპიდან ეს უკუსვლა. ნამდვილად გსურთ, მომდევნო ბელარუსი გახდეთ? თქვენს პრორუს ლიდერებს ძალიან ცუდი მიმართულებით მიჰყავხართ“, – წერს მაიკლ მაკფოლი.

პარლამენტმა მესამე მოსმენით, საბოლოოდ მიიღო ცენზურის დამწესებელი, ჰომოფობიური კანონების პაკეტი.

კენჭისყრაზე მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. ასევე კენჭი უყარეს ამ კანონის თანმდევ პროექტებსაც, რომლებმაც უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღო.