მახალდიანის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია - საგანგებო

პუბლიკა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ვახტანგ მახალდიანის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ადგილზე მისული ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო რამდენიმე საცხოვრებელ სახლზე. საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 70-მდე მეხანძრე-მაშველი და 15 ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.