პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ მახარაძე აცხადებს, რომ პარტიის ლიდერები ამჟამად იმყოფებიან რუსეთში, სადაც მონაწილეობდნენ ევრაზიული კავშირის ინტეგრაციულ ფორუმში.
„ფორუმის ფარგლებში შედგა დიალოგი რუსეთის ევრაზიული კავშირის მინისტრ სერგეი იურევიჩ გლაზევთან, ფედერაციის საბჭოს სენატორ იგორ ნიკოლაევიჩ მოროზოვთან.
საუბარი შეეხებოდა ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზებას, უსაფრთხოებას და იმ შესაძლო ეკონომიკურ პერსპექტივებს, რომლებიც საქართველოსთვის ევრაზიულ სივრცეში იხსნება“, – წერს მახარაძე.