„ოცნების“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე COSAC-ის კონფერენციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით პოლონეთის სეიმის წევრს, აგნიეშკა პომასკას და სენატის თავმჯდომარეს, ტომაშ გროდსკის COSAC-ის კონფერენციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით მიმართავს.
„გამოვხატავ ჩემს ღრმა შეშფოთებას ამ გადაწყვეტილების გამო, რადგან ის ძირს უთხრის დიალოგისა და თანამშრომლობის სულისკვეთებას – ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია მის ხელშეკრულებებში და COSAC-ის რეგლამენტის 1-ელ მუხლში. აგრეთვე, თქვენი გადაწყვეტილება COSAC-ის მომავალი ღონისძიებებისთვის ქმნის პრობლემურ ინსტიტუციურ პრეცედენტს.“ – წერს მახაშვილი.
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს აღმოსავლეთ პარტნიორობაზე და ძირი გამოუთხაროს პოლონეთის გეოპოლიტიკურ ლიდერობას.
„თქვენმა ასეთმა დასანანმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს აღმოსავლეთ პარტნიორობაზე და ძირი გამოუთხაროს პოლონეთის გეოპოლიტიკურ ლიდერობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, შეშფოთებით მივიღე თქვენი წერილი, ვინაიდან თქვენი გადაწყვეტილება რისკის ქვეშ აყენებს კონსტრუქციულ დიალოგს და უფრო მეტად ამწვავებს არსებულ სიტუაციას, ასევე, უარყოფითად მოქმედებს თავმჯდომარე ქვეყნის – პოლონეთის – ავტორიტეტზე, სანდოობასა და ლიდერობაზე. ის ასევე შეიძლება გახდეს პრობლემური პრეცედენტი COSAC-ის მომავალი საქმიანობისთვის. ამ შესაძლებლობების გაწყვეტა მხოლოდ მეტ დაბრკოლებებს უქმნის თანამშრომლობას და COSAC-ის ინსტიტუციურ განვითარებას.“
13 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა ვარშავაში EU-ს პარლამენტთა ევროკავშირის საქმეთა საპარლამენტო კომიტეტების კონფერენციაზე (COSAC) ლევან მახაშვილს მიწვევა გააუქმა. „გადავწყვიტეთ, უკან გავიხმოთ ეს მოწვევა.
„საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს შეეჩერებინათ მოლაპარაკებები ევროინტეგრაციაზე. სიტუაცია ხალხისთვის, ვინც საქართველოს ქუჩებში დემოკრატიისთვის იბრძვის უარესდება. მხარს ვუჭერთ, მათ ვინც იცავს დემოკრატიას, თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს. გვჯერა, რომ საქართველო იმსახურებს ადგილს ევროპულ საზოგადოებაში“, – წერია 13 დეკემბერს პოლონეთის სეიმის წევრი, აგნიეშკა პომასკა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.