მახინჯაურში ოთხი დღის წინ მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ბავშვი დღეს გარდაიცვალა. არასრულწლოვანი ბათუმის იაშვილის სახელობის ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში ქვეითებს მსუბუქი ავტომანქანა 10 აგვისტოს დაეჯახა. „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ოჯახის 3 წევრი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.
უწყების ინფორმაციით, ოთხი დაშავებული მძიმე დაზიანებებით სხვადასხვა კლინიკაში მოათავსეს.
შსს-ს ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი დაკავებულია. გამოძიება კი სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.