მაკრონი აცხადებს, რომ ევროპის უსაფრთხოების ახალმა არქიტექტურამ რუსეთს გარანტიები უნდა მისცეს

პუბლიკა

ფრანგულ ტელეკომპანია „ტეეფ1“-თან ინტერვიუში, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპამ უნდა მოამზადოს თავისი მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურა.

მაკრონი აცხადებს, რომ უსაფრთხოების ახალმა არქიტექტურამ რუსეთს გარანტიები უნდა მისცეს.

„ეს ნიშნავს, რომ ერთ-ერთი არსებითი პუნქტი, რომელიც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ – როგორც პრეზიდენტი პუტინი ყოველთვის ამბობდა – არის შიში იმისა, რომ ნატო მის კარს მიაღწევს და იარაღის განლაგება, რომელიც შეიძლება, დაემუქროს რუსეთს. ეს თემა იქნება მშვიდობის თემების ნაწილი.

ამიტომ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რისი გაკეთებისთვისაც მზად ვართ, როგორ დავიცვათ ჩვენი მოკავშირეები და წევრი ქვეყნები და როგორ მივცეთ გარანტიები რუსეთს, როდესაც მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდება“, – თქვა ემანუელ მაკრონმა.