საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უპასუხა რუსეთის განცხადებას, რომ მაკრონი „ვულგალურ შეურაცხყოფას“ აყენებს ვლადიმირ პუტინს, როცა მას „კაციჭამია“ უწოდა.
მაკრონმა გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „როცა მან თქვა, რომ ევროპის კართან კაციჭამიაა, მას სჯერა, რომ ეს აღწერს იმას, რასაც ქართველები, უკრაინელები და სხვა ერები გრძნობენ“.
კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტის „ავტოკრატიული გადახრა”, რომელიც „საერთაშორისო საზღვრების რევიზიონისტულ იმპერიალიზმს ახდენს”.
მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ გერმანიასთან ერთად რუსეთის სანქციებისთვის ზეწოლას გააგრძელებენ.