საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მთავრობას ამჟამინდელი კურსის ცვლილებისკენ მოუწოდებენ.
მაკრონმა, შოლცმა და ტუსკმა განცხადება „ვაიმარის სამკუთხედის“ ფორმატის ფარგლებში წევრობის სახელით გაავრცელეს და ხაზი გაუსვეს ევროინტეგრაციის გზაზე რეფორმების გატარების აუცილებლობას.
„სანამ საქართველო არ შეცვლის ამჟამინდელი მოქმედების კურსს და აჩვენებს ხელშესახები რეფორმების მიმართ ძალისხმევას, კონკრეტულად კი, არ გაიწვევს ბოლოდროინდელ კანონებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს, ჩვენ ვერ შევძლებთ საქართველოსთან გაწევრების მოლაპარაკებების დაწყების მხარდაჭერას“.