მაკრონის თქმით, დასავლელი სამხედროების უკრაინაში გაგზავნა არ უნდა გამორიცხონ

პუბლიკა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინაში დასავლელი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა არ უნდა გამორიცხონ, თუმცა ის აქვე აღნიშნავს, რომ მსგავს ნაბიჯზე კონსენსუსი ამ ეტაპზე არ არსებობს.

„სახმელეთო ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით დღეს კონსენსუსი არ არსებობს მაგრამ… არაფერია გამორიცხული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი ამ ომში არ გაიმარჯვებს”, – განაცხადა მან.

მაკრონმა თქვა, რომ უკრაინის ფრონტის ხაზზე დასავლეთის ჯარებთან დაკავშირებით საკითხი ძალიან „თავისუფლად და პირდაპირ” განიხილეს – ის აღნიშნავს, რომ „ყველაფერი შესაძლებელია, თუ ის გამოსადეგია”.

Politico-ს ცნობით, პირველად საკითხზე საჯაროდ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, რომელმაც თქვა, რომ NATO-სა და EU-ს წევრი რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში სამხედროების გაგზავნას განიხილავს. მის განცხადებას ჩეხეთის პრემიერი გამოეხმაურა და თქვა, რომ ჩეხეთი ნამდვილად არ გეგმავს სამხედროების გაგზავნას უკრაინაში და ამაზე „არავინ არ უნდა ინერვიულოს”.