„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მალე დაიწყებენ მასწავლებლების ე.წ. რანდომულ ტესტირებას.
„მალე დაიწყება მასწავლებლების ე.წ. რანდომული ტესტირებაც და მოგეხსენებათ, არ ხდება სკოლის სრული იზოლირება. თუ ვთქვათ ერთი ბავშვი დაინფიცირდა, კლასი გადადის ონლაინსწავლებაზე და ბავშვთან შეხებაში მყოფი მასწავლებელი და მოსწავლე გადადის იზოლაციაში. ასეთი წერტილოვანი შეზღუდვები იქნება. როგორც მასწავლებლებში, ბაღის აღმზრდელებშიც გვინდა ე.წ. რანდომული, ანუ შერჩევით ტესტირება გაკეთდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.