მალე დავიწყებთ ოსტატების რეესტრის შექმნას – თეა წულუკიანი

პუბლიკა

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მალე დაიწყება ოსტატების რეესტრის შექმნა, 1 წლის შემდეგ შეიძლება, მათი სერტიფიცირების პროცესიც დაიწყოს.

„ჩვენ ძალიან მალე გამოვაცხადებთ, იმის თაობაზე, რომ ვიწყებთ ოსტატების რეესტრის შექმნას. ესენი არიან: კირითხურო, ქვითხურო თუ სხვა მთელი ჩამონათვალი, მათ შორის, ზოგი ჩემთვისაც უცნაური ტერმინებისა და სიტყვების, მაგრამ ესენი არიან ის ადამიანები, ვინც იცის. მჭედელი არ ჰყავსო ქვეყანას, იძახიან, მაგრამ არიან ქვის ოსტატებიც და სხვა, რომელთაგან უნდა შევქმნათ რეესტრი და შემდეგ უკვე, სავარაუდოდ, ერთი წლის თავზე მზად ვიქნებით, სამინისტრომ მათი სერტიფიცირების პროცესი წარმართოს და ყველა ძეგლს შეეხოს მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც პროფესიონალია“, – განაცხადა წულუკიანმა.