მამის მკვლელობაში ბრალდებული ნაფიცმა მსაჯულებმა უდანაშაულოდ ცნეს - ადვოკატი

პუბლიკა

მამის მკვლელობაში ბრალდებული კახა კობახიძე, რომელსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, თორმეტივე ნაფიც მსაჯულმა უდანაშაულოდ სცნო.

ინფორმაციას მისი ადვოკატი ავრცელებს.

საქმე ეხება რამდენიმე თვის წინ მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც 21 წლის მოქალაქე დააკავეს.

მოწმეები ამბობდნენ, რომ მოკლული სისტემატიურად ძალადობდა ოჯახის წევრებზე. ბრალდებულის მეუღლე კი ჟურნალისტებთან ამბობდა, რომ „შემთხვევის დღესაც მისი მეუღლის მამა სახლში ნასვამი დაბრუნდა, გაიწია შვილზე, რა დროსაც ხელში დანა ეჭირა, მისმა ქმარმა დანის წართმევა სცადა, შემდეგ წაბორწიკდნენ და როგორ მოხდა შემთხვევა აღარ დაუნახავს”.

ბრალდებული დარბაზიდან გათავისუფლდა.