მამის, ზურაბ ცეცხლაძის ცნობით, ზვიად ცეცხლაძე პაპაუაშვილს პატივისა და ღირსები შელახვის გამო უჩივის

პუბლიკა

ზვიად ცეცხლაძემ პატივისა და ღირსების შელახვის გამო ციხიდან უჩივლა „ქართული ოცნების” თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, ამის შესახებ ინფორმაციას ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე ავრცელებს.

„დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ალბათ პირველად, სინდისის პატიმარმა უჩივლა რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარეს პატივისა და ღირსები შელახვის გამო. გუშინ ზვიადმა შეხვედრის დროს მითხრა რომ, „ადამიანის ღირსება არის უპირატესი ადამიანის სიცოცხლეზეც კი, რამეთუ სიცოცხლე არის დრობითი ხოლო ღირსება მარადიული”.

ასეთი ბიჭის ღირსების შელახვა დააპირა უღირსმა პაპუაშვილმა და არ დავანებებთ, ისე როგორც არ დავანებებთ ამ მოღალატე ხელისუფლებას, ქიმიური იარაღით ადამიანების მასობრივ მოწამლვას, ქართული წმინდა მიწების გაყიდვას, ემიგრანტებისათვის ხმის უფლების წართმევას, განათლების სისტემის განადგურებას, სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებას და ამ ქვეყნის ევროპული მომავლის განადგურებას. მოგიწოდებთ ყველას, დღეს კიდევ ერთხელ გადავახიოთ თავზე ამ მოღალატე ოცნების რეჟიმს, მის მიერ მიღებული კანონი, ისე როგორც გადავახიეთ ოქმების შემთხვევაში, პირბადეების შემთხვევაში, რუსთაველის გადაკეტვისა და სხვა შემთხვევებში. ამას კი ჭირდება ადამიანების მასობრივად ქუჩაში გამოსვლა, ჯიუტი და გამბედავი პროტესტი, შიშის განდევნა და მედგარი ბრძოლა ბოლომდე“,- წერს ზურაბ ცეცხლაძე .