საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ლიდერმა და დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ სამტრედიაში, სასათბურე მეურნეობა „იმერეთი გრინერში“ მოძრაობის 12 ახალი წევრი წარადგინა.
„ლელოს“ ახალი წევრები არიან:
ფრიდონ გაფრინდაშვილი – ელექტრო ინჟინერი. სოფლის მეურნეობის ინჟინრის მაგისტრის ხარისხი მიიღო შტუტგარტში, ჰოჰენჰეიმის უნივერსიტეტში. ამჟამად გერმანული კომპანიის ექსპორტის მენეჯერია.
მიტროფანე სტურუა – იურისტი, ადვოკატი. სხვადასხვა დროს იყო პროკურორი, მოსამართლე და რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე. 2005 წლიდან ადვოკატია. მოგებული აქვს სასამართლო პროცესი სტრასბურგის სასამართლოში.
მანანა ბანძელაძე – ფილოსოფიის მეცნიერებათ ადოქტორი. აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. არის 7 მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ათეული სამეცნიერონა შრომი.
დავით ჩხეიძე – პროფესიით ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე. მუშაობდა სხვადასხვა კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციაში, მათ შორის ადამიანთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ამჟამად არის ერთ-ერთი კერძო კომპანიის მენეჯერი.
თამარ წამალაიძე – ფსიქოლოგი. აქვს არაფორმალურ ახალგაზრდულ პროგრამებზე მუშაობის გამოცდილება ბრიტანეთსა და შვეიცარიაში. არის საქართველოს სკაუტური ორგანიზაციის წევრი ქოუჩი.
გია პატარიძე – საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი. ქიმიკოსი. შპს „ზეკარისწყაროების“ დირექტორი.
გიორგი მახარაძე – იურისტი, ადვოკატი. სისხლის სამართლის მაგისტრი. ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებული საკითხების მიმოხილვის პროექტის ხელმძღვანელი.
ნათია ხელაია – საბანკო საქმისა და ფინანსების სპეციალისტი. ბიზნესის განვითარების მიმართულებით განათლება მიღებული აქვს მაასტრიხის უნივერსიტეტში. აქვს ფინანსურ სფეროში 15 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე.
გიორგი ბაკაშვილი – საერთაშორისო ურთიერთობებისა და მსოფლიო პოლიტიკის მაგისტრი. ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის კომერციული დირექტორი.
პაატა დარახველიძე – იურისტი. განათლება მიღებული აქვს გერმანიაში, ზაარბრუკენის უნივერსიტეტში. წლების განმავლობაში მუშაობდა როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სტრუქტურებში ხელმძღვანელ პოზიციებზე
ლილე მაღლაფერიძე – ეკონომიკის მაგისტრი, საბანკო სექტორში 12 წლიანი გამოცდილებით. სტარტაპ-საქართველოს გამარჯვებული მაღალტექნოლოგიური იდეის განვითარების პროექტით.
დიმიტრი აბაშიძე – ინჟინერი და ეკონომისტი. აქვს საბანკო სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. სტარტაპ კომპანიის. „თი-თი-ემ“ ჯგუფის თანადამფუძნებელი და ფინანსური მენეჯერი. ეს არის სტარტაპი, რომელმაც შექმნა სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობა.