მოძრაობა „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს მოძრაობის მორიგი 12 წევრი წარადგინა. ესენი არიან:
თორნიკე ჩიქოვანი – იურისტი. სისხლის სამართლის მაგისტრი; გოგიტა დათუკიშვილი – ფარმაცევტი; მარინა მამუჩაშვილი – პროფესიით ფერმწერი, ამჟამად ხელოვნების პედაგოგი; გიორგი ზურებიანი – წარმოების მენეჯმენტის სპეციალისტი, ილუზიების მუზეუმის დამფუძნებელი; ალექსანდრე ჩუბინიძე – არქიტექტორი, პრაქტიკოსი; გურამ დოლენჯაშვილი – მხატვარი. სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი; თამარ ბუაძე – ბიზნესადმინისტრირების სპეციალისტი; თორნიკე ადამაშვილი – არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონული კინოს ასოციაციის“ ხელმძღვანელი; ვაჩე ჩინჩალაძე – ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, კვების პროდუქტების წარმოების ქართული კომპანიის კომერციული მენეჯერი; მამუკა მახარაძე – მწვრთნელი; სპორტსმენი. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ცხენოსნობაში; ნუკრი ტატიშვილი – პროფესიით ინჟინერ-გეოლოგი, შეფმზარეული; თამარ ჭალაგანიძე – კომუნიკაციების სპეციალისტი. ტენესის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი.