მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერ მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ გვერდზე თავად დაწერა.

„ჩემს თანამებრძოლებს, ლელოელ თანაგუნდელებს და ქართულ საზოგადოებას მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ გუშინ საღამოს ჩავიტარე „პისიარ“ (პჯრ) ტესტი, ვინაიდან მქონდა დაბალი სიცხე. ტესტმა „კოვიდ-19“-ზე დადებითი პასუხი აჩვენა.

საერთაშორისო სტანდარტების და რეგულაციების შესაბამისად, დღეიდან გადასული ვარ თვითიზოლაციაში. ეს პირველი ტესტი იყო, 48 საათში გავიკეთებ კიდევ ერთ ანალიზს, იმისთვის, რომ 100 პროცენტით დავრწმუნდეთ.

ამ მომენტისთვის სიცხე აღარ მაქვს, თავს ვგრძნობ კარგად და ვარ საბრძოლო შემართებით. ჩვენი ხელისუფლების უუნაროდ, არაპროფესიონალურად და უპასუხიმგებლოდ მართულმა პროცესებმა, საქართველოს თითოეული მოქალაქე საფრთხის წინაშე დააყენა.

„ქართული ოცნების“ კრახმა „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში ათასობით ადამიანი დააზარალა, როგორც ჯანმრთელობის, ასევე ეკონომიკური კუთხით…

თუმცა, მინდა ყველას მოგიწოდოთ, ნუ შეშინდებით! ნუ აყვებით პანიკას! „კოვიდ-19“-თან გამკლავება და მისი დამარცხება მარტივადაა შესაძლებელი. წინ უმნიშვნელოვანესი ორი კვირა გვაქვს, ეს ბრძოლა ჩვენი მოსაგებია, ამ ბრძოლაში უკან დახევა და დანებება წარმოუდგენელია. 31 ოქტომბერს ჩვენ ერთად დავამარცხებთ კოვიდ ინფექციასაც და ოცნების ხელისუფლებასაც.” – წერის ხაზარაძე 

https://www.facebook.com/mamukakhazaradzeofficial/posts/406530880720868