მამუკა ლომიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბაჩო სირაძეს 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვალერიან ბუგიანიძემ მამუკა ლომიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბაჩო სირაძეს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ოჯახი განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს, მათ სირაძისთვის უვადო პატიმრობის შეფარდება სურთ.

განაჩენის გასაჩივრებას აპირებს ბაჩო სირაძის დაცვის მხარეც.

შემთხვევა თებერვალში მოხდა. 24 წლის ახალგაზრდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მოკლეს.

გამოძიების ინფორმაციით, ფაქტს წინ უთანხმოება უძღოდა. მომხდარზე სამართალდამცველებმა მეორე დღესვე ორი პირი დააკავეს. მათგან ერთს, ბაჩო სირაძეს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტებზე ჰქონდა წარდგენილი, ხოლო მეორეს – გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე.