„მამუკა მდინარაძე, ნუ იტყუები, აკადემიურ წრეებს და სტუდენტებს არ შეეხებაო“ - სოფიო შამანიდი რუსულ კანონზე

პუბლიკა

პროფესორი სოფიო შამანიდი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელშიც აღწერს თუ როგორ შეიძლება ნეგატიურად აისახოს რუსული კანონის მიღება აკადემიურ წრეებსა და სტუდენტებზე.

„ინსტიტუტს, სადაც მე ვმუშაობ – თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტიტი, აქვს ფონდი. ამ ფონდში წლებია სხვადასხვა ბერძნული ფონდებიდან თუ ბერძნული სახელმწიფოდან მიზნობრივი თანხები ირიცხება. რას ვაკეთებთ ამ ფულით? გამოვცემთ წიგნებს, ვატარებთ კონფერენციებს, კვლევებს, ვუხდით სტიპენდიას ბიზანტინისტიკის სტუდენტებს (ვისაც ამის საჭიროება აქვს), ვთარგმნით და გამოვცემთ ბერძნულ ლიტერატურას, ვასწავლით ბერძნულ ენას სკოლებში, რომლებშიც ამ ფულით გამოცემულ სახელმძღვანელოებს უფასოდ ვარიგებთ. ამ ფონდის 100% უცხოეთიდან შემოსული ფულია.

რა უნდა ვქნათ ახლა ჩვენ??? დავრეგისტრირდეთ უცხო ქვეყნის ინტერესის გამტარებლებად? არა, ცხადია. შესაბამისად დავემშვიდობებით იმას, რაც ზემოთ ჩამოვწერე. ჰოდა, მამუკა მდინარაძე, ნუ იტყუები, აკადემიურ წრეებს და სტუდენტებს არ შეეხებაო. გაიძვერა შენ“,- წერს სოფიო შამანიდი.