„ეს წერილი ატარებს სიმბოლურ ხასიათს უფრო, ვიდრე პოლიტიკური დატვირთვა აქვს, ამიტომ დარწმუნებული ვარ, იგნორირებული იქნება.
მე მინდა გითხრათ, რომ ბევრად უფრო ეფექტური, სინამდვილეში, შეიძლება, იყოს სწორედ სააკაშვილის ტყვეთა გაცვლის პროგრამაში შეყვანა, რაზეც ვმუშაობთ ახლა. ეს ჩემი დის ინიციატივა იყო და პირდაპირ უკავშირდება ჩვენს საქმიანობას უკრაინაში, იმიტომ, რომ ჩვენი სტრუქტურის ხელმძღვანელი, სადაც ქართული ლეგიონი შედის, ხელმძღვანელობს ტყვეთა გაცვლის კომისიას და მგონია, რომ ეს უფრო ეფექტური მეთოდი შეიძლება აღმოჩნდეს ამ შემთხვევაში, იმიტომ, რომ მთავრობა იმართება რუსეთიდან, არავისთვის ეს დასამალი აღარ არის, “- ამბობს ის.
უკრაინაში მებრძოლი 100-მდე ქართველი მებრძოლი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით მიმართავს. დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რამდენიმე მებრძოლმა წერილი მიიტანა.