„TV პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ უნდა გაასაჯაროოს კადრები, სადაც ასახულია მომხდარი ინციდენტი.
„მინდა, ამერიკის ელჩს მივმართო, რომ აუცილებლად გასაჯაროვდეს კადრები, იმიტომ, რომ შეერთებული შტატები ტერიტორიაზე მოხდა ჯგუფური ძალადობა. ეს კადრები თუ არ გაასაჯაროვეს, ეს იქნება ძალადობის წახალისება და ეს კარგად უნდა ესმოდეს, ქალბატონ ელჩს.
რა შეეხება ოხანაშვილს, მან მოჭრა თავი ჩვენს ქვეყანას და მე კი არ გამარტყა ხელი, მთელ ამერიკის საელჩოს და ამერიკას. ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა მოხდეს, ამერიკის საელჩოს სტუმრობაზე მიღებაზე, ძმაკაცებთან ერთად იძალადო. ჩემი აზრით, ის უნდა გადადგეს”, – ამბობს ვატო წერეთელი.
„TV პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ მას, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ. მისი თქმით, მას გაშლილი ხელი დაარტყა უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა და ლევან მგალობლიშვილმა.