მანანა მენაბდის თქმით, მისი ნამღერი უნებართვოდაა გამოყენებული ჯაფარიძის ვიდეოში

პუბლიკა

მუსიკოსი, მომღერალი მანანა მენაბდე აცხადებს, რომ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წინასაარჩევნო ვიდეორგოლში ნებართვის გარეშე გამოყენებულია მისი ნამღერი და მათ „ამისთვის პასუხი უნდა აგონ“.

„დაუკითხავად ვინ მოგცათ უფლება, რომ აიღეთ ჩემი ნამღერი?! თუ სულ თავს გახვედით?! ჯერ ერთი მე ვარ გერმანიის მოქალაქე და არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მაქვს! კიდევაც რომ მქონდეს, რა უფლებით იღებთ ჩემს ნამღერს და ადებთ თქვენს კლიპს?! იცოდეთ, რომ ძალიან გამაბრაზეთ და ამას ასე არ დავტოვებ! ე.ი. უნდა იფიქრონ, რომ მე თქვენ გაძლევთ ხმას! ესაა ტყუილი და ამისთვის პასუხი უნდა აგოთ! ყველანაირი სინდისი და სირცხვილი დაკარგეთ? თუ გაგიგიათ სიტყვა – ღირსება?“, – წერს მუსიკოსი საკუთარ Facebook-გვერდზე.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერს ზურა ჯაფარიძეს. კომენტარის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.