51 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას პარლამენტის საპროცედურო და წესების კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა.
პლენარული სესია, რომელზეც ეს საკითხი კენჭისყრაზე გავა, ხვალ, 2 თებერვალს არის ჩანიშნული.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ დღეს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ იმსჯელა ოპოზიციონერების მანდატების შეწყვეტის საკითხზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.
„სამწუხაროდ, დღეს პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების პროექტის შესახებ ვერ გეტყვით, რადგან მას ხვალ სჭირდება უმრავლესობის უმრავლესობის ასეთივე პოზიციის დაფიქსირება თუ უარყოფა. თუ ჩვენ ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად ჩამოვყალიბდით რაღაც პოზიციაზე, რაც ხვალ უნდა წარვუდგინოთ უმრავლესობას. ე.ი. პოლიტსაბჭოს უმრავლესობას გარკვეული აზრი გააჩნია, ეს ასევე უნდა აისახოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ასევე უმრავლესობის გადაწყვეტილებაში. ხვალ, სხდომის შემდეგ გამოვაცხადებთ საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხზე”, – განაცხადა მდინარაძემ.