მანდატებზე უარს „სტრატეგია” აღმაშენებელიც” ამბობს, – ამის შესახებ საპარლამენტო ბლოკის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„არჩევნებს ლეგიტიმურად არ ვცნობთ და არცერთ შემთხვევაში არ შევალთ პარლამენტში”, – განაცხადა ვაშაძემ.
საპარლამენტო მანდატებზე უარს ასევე ამბობენ – „ევროპული საქართველო”, „ლელო-საქართველოსთვის“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ლეიბორისტული პარტია“, „ენმ – „ძალა ერთობაშია”, „გირჩი”.
ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, პარლამენტში 9 საარჩევნო სუბიექტი ხვდება და პროპორციული სიით პარტიებს შორის მანდატები ასე ნაწილდება:
- „ქართული ოცნება“ – 61 მანდატი;
- „ნაციონალური მოძრაობა – „ძალა ერთობაშია” – 35 მანდატი;
- „ევროპული საქართველო“ – 5 მანდატი;
- „ლელო“ – 4 მანდატი;
- „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4 მანდატი;
- „პატრიოტთა ალიანსი“ – 4 მანდატი;
- „გირჩი“ – 4 მანდატი;
- „ლეიბორისტები“ – 1;
- „მოქალაქეები“ – 2.