მანქანა მტკვარში გადავარდა - დაღუპულია ერთი ადამიანი

პუბლიკა

გუშინ ღამით ავტომობილი მეტეხის ხიდიდან მტკვარში გადავარდა. დაღუპულია ერთი ადამიანი.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ავტომობილი დიდი სიჩქარით მოძრაობდა.

ადგილზე რამდენიმე საათი მუშაობდნენ მყვინთავები.

„მეტეხის ხიდიდან მდინარე მტკვარში გადავარდა ავტომანქანა, ადგილზე დროულად მოახდინა სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ რეაგირება, ჩართული იყო მყვინთავთა ჯგუფი, მცურავი საშუალებები, რამდენიმე საათის უწყვეტი მუშაობის შედეგად მყვინთავების მიერ ამოყვანილ იქნა ავტომობილი, რომელშიც ნაპოვნი იქნა ერთი მამაკაცის ცხედარი”, – უთხრა მედიას თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა.