მაქვს ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ აქციის დაორგანიზებას აპირებს - ბოკუჩავა

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე აქციის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

„მაქვს ინფორმაცია, თუ არ ვცდები 27-ში თუ 28-ში „ქართული ოცნება“ აპირებს აქციის დაორგანიზებას. სავარაუდოდ, ისევ ვიხილავთ ამ ძალადობით გაჟღენთილ რიტორიკას და მონაწილეობას მიიღებენ ალბათ ისევ სსიპ-ების, ააიპ-ების და სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ჩემი აზრით, ეს იქნება კონტრპროდუქტიული აქცია, ბუნებრივია ეს მათი პრეროგატივაა. ჩვენ ვაპირებთ არა ცოცხებით და სხვა ნივთებით შეიარაღებული ადამიანების, არამედ დროშებით და გამარჯვების რწმენით გამსჭვალული ადამიანების მობილიზაცია მოვახდინოთ მეორე ტურებისთვის, -” განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გუშინ, თბილისში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ქცია გაიმართა, სადაც ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა. პარტიისა და მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან თბილისში ჩამოვიდნენ.