მარეგულირებელმა ფარმაცევტულ საწარმოში ვადაგასული პროდუქტის რეალიზების ფაქტი გამოავლინა

პუბლიკა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ერთ-ერთი საწარმოს შემოწმებისას ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა – ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.

„საწარმომ ასევე, ფარმაცევტული პროდუქტის ნაწილზე, ვერ წარმოადგინა აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ხარისხის სერტიფიკატი. გარდა ამისა, დაწესებულება პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას წესის დარღვევით ახდენდა“, – აცხადებს სააგენტო.

განცხადების მიხედვით, საერთო ჯამში საწარმოს 7 დასახელების, 99 239 ერთეული, წარმოების წესის დარღვევით არსებული ფარმაცევტული პროდუქტი ჩამოერთვა. შესაბამისი ოქმი, ჩამორთმეული ფარმაცევტული პროდუქტის კონფისკაციის მოთხოვნით, გადაეგზავნა სასამართლოს.