საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი მარგველაშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდა.
„მე ვდგავარ იქ, სადაც ქართველი ხალხი დგას“, – თქვა მან.
გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ არ ელოდა ივანიშვილის ამ გადაწყვეტილებას და ასევე არ სჯერა ვერსიის, რომ კანონპროექტი მაჟორიტარებმა პირადი ინიციატივით ჩააგდეს.
„თავისუფლება ან დიქტატურა“ – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა – „ქართველმა ხალხმა უნდა დაამტკიცოს, რომ თავისუფლება უმაღლესი ღირებულებაა“.