მარგველაშვილი თავისი არაადეკვატური საქციელით დროსა და სივრცეში გაიბნა - ვოლსკი

ვასკა მათითაიშვილი

„გიორგი მარგველაშვილი, როდესაც უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა, თავიდან საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და შემდეგ გაიბნა დროსა და სივრცეში თავისი არაადეკვატური საქციელით და განცხადებებით. ვფიქრობ, წარმატებული პოლიტიკოსი მისგან არ გამოვა,“,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი გიორგი მარგველაშვილის განცხადებას აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე.

გიორგი მარგველაშვილმა 17 თებერვალს აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ Twitter-ზე დაწერა.