Facebook-პოსტის გამო, მარიამ გეგუჩაძე – 3000 ლარი, გიორგი მაქარაშვილი – 4000 ლარი, დეა მამისეიშვილი – 3000, მიშა მშვილდაძე 4000 ლარით დაჯარიმდნენ.
„ქართული ოცნების“ წევრების მიმართ „ფეისბუქზე“ დაწერილი პოსტების გამო, შეურაცხყოფის საბაბით, რეპრესიული კანონის საფუძველზე სასამართლოში 18 ადამიანი დაიბარეს: ჟურნალისტები, აქტივისტები და პოლიტიკოსები.
ტელეწამყვანების: ვიკა ბუკიას, ვახო სანაიასა და ნანუკა ჟორჟოლიანის დღევანდელი სასამართლო პროცესები გადაიდო. ეკატერინე მიშველაძის საქმეზე კი გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შესული ცვლილებით, -პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა დასჯადი გახდა – ის გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.