მარიამ ჯაში იზოლაციის დროს ონლაინკაზინოებზე წვდომის შეზღუდვას მოითხოვს

პუბლიკა

ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა მიმდინარეობს.

ბიუროზე ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების თავმჯდომარე, მარიამ ჯაში სოციალური იზოლაციისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში ონლაინთამაშების შეზღუდვის ინიციატივით გამოვიდა.

„კორონავირუსის გამო სოციალური იზოლაციისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ჩვენ ვხედავთ ონლაინ აზარტული თამაშების მოხმარების ზრდას.

სამწუხაროდ, ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ სოციალურ ქსელებში საზოგადოების გამოხმაურება  მიუთითებს მზარდ ტენდენციაზე.

ონლაინთამაშებზე კიდევ უფრო მეტი დამოკიდებულება უფრო გააღრმავებს სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს. ამიტომ ჩვენი ფრაქციის სახელით თხოვნით მივმართავთ პრემიერ-მინისტრს, საზოგადოებისთვის სასიკეთოდ მიღებულ სხვა დეკრეტებთან ერთად დროებით შეიზღუდოს ონლაინკაზინოებზე წვდომა და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პლატფორმებზე გადარიცხვა“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.