მარიანა ჩოლოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც სხდომის დასრულების შემდგომ პროკურორმა განაცხადა, საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 თებერვალს ჩაინიშნა. მისივე თქმით, იქამდე ინსპექტორის სამსახური ჩაატარებს მასშტაბურ გამოძიებას.

„თუ გამოიკვეთა ნაბისმიერი პირის დანაშაულის ჩადების ფაქტი, პროკურატურა იქნება ორგანო, რომელიც მყისიერ რეაგირებას მოახდენას, განურჩევლად პირის რანგისა და თანამდებობისა მოხდება სისხლისსამარლებრივი დავა, არ არის გამორიცხული გაიზარდოს, როგორც დაზარელებულთა ან ბრალდებულთა რიცხვი“,- განაცხადა მან.

მარიანა ჩოლოიანს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჩოლოიანისთვის ბრალის წარდგენა კავკასიის მედიცინის ცენტრში მოხდა.

მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში წარედგინა, რაც გულისხმობს ჩვენების მიცემის იძულებას.

სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია ადასტურებს რომ 15 წლის ლუკა სირაძეს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დაკითხვაზე “ძმის პრობლემების შექმნით ემუქრებოდა” და გამომძიებელმა მას დაუპირისპირა ამავე პერიოდში პოლიციის განყოფილებაში დაბარებული მოწმეები. ამის შესახებ ინსპექტორმა დღეს, 19 დეკემბერს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არასრულწლოვანთან გასაუბრება მიმდინარეობა 6,5 საათი და იგი პოლიციაში ღამის 12 საათამდე იყო.

_______________________________________________________________

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც, სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის კლინიკაში 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა 10-11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ძალადობა გახდა. მოზარდის დედისა და ინტერესების დამცველის ინფორმაციით, განყოფილებაში გამოკითხვის დროს მოზარდზე ძალადობა ინტენსიური იყო, ის რამდენიმე წუთით გაიყვანა განყოფილების თანამშრომელმა ცალკე ოთახში, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას „მწვანე სკოლის” კედლების მოხატვის აღიარებას სთხოვდა.

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულია დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს გამომძიებელი მ.ჩ. მას ბრალი ჩვენების მიცემის იძულებაში ედება.