თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი შემთხვევები რეგიონებში შემდეგნაირად ნაწილდება:
- აჭარა – 416;
- თბილისი -72;
- იმერეთი – 44;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 23;
- ქვემო ქართლი – 10;
- გურია – 8;
- სამცხე-ჯავახეთი – 3;
- კახეთი – 1;
- შიდა ქართლი 1.
„45 არის კრიტიკული, აქედან 43 გახლავთ მართვით სუნთქვაზე. 9 არის აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი“, – განაცხადა ენდელაძემ.
საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 2 ადამიანი, 375 გამოჯანმრთელდა.
stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 8 696;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 4 619;
- მათ შორის გარდაცვლილი – 52;
- კარანტინის რეჟიმში – 5 392;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1 100;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.