მარინა ეზუგბაია 20 ახალი შემთხვევის წყაროების შესახებ

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით ბოლო 24 საათში დადასტურებული 20 ახალი შემთხვევიდან, 8 პაციენტი – უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 1 – სამედიცინო პერსონალია, 7 – იპმორტირებული შემთხვევაა, მათგან 4 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, 4 პაციენტზე მიმდინარეობა ეპიდკველვა წყაროს მოძიებისა და კონტატების დადგენის მიზნით.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათის განმავლობაში 9-ით გაიზარდა. გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობა 81,6%-ია.

დღესდღეობით კოვიდცენტრებში მკურნალობს 262 კოვიდინფექციის მქონე პაციენტი.

მათგან რეანიმაციასა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მკურნალობს 3 კრიტიკულად მძიმე და 16 მძიმე პაციენტი, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, მცირე ნაწილის – მსუბუქი.

3 სექტემბრისთვის არსებული სტატისტიკური მონაცემები ამგვარია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1568;
  • აქედან გამოჯანმრთელდა – 1279;
  • გარდაიცვალა – 19;
  • კარანტინის რეჟიმში – 6250;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 289;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 41.