მარინა ეზუგბაია კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილებაზე საუბრობს

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი შემთხვევები რეგიონებში შემდეგნაირად განაწილდა:

  •  აჭარა – 129 (ბათუმი – 114, 11 – ქობულეთი, ქედა – 3, შუახევი – 1);
  • თბილისი -34;
  • იმერეთი – 11;
  • რუსთავი – 4;
  • გურია – 3;
  • კახეთი – 1.

„გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზარდა მხოლოდ 13-ით. პროცენტული მაჩვენებელი ამ მონაცემებით, 46%-ია. კოვიდცენტრებსა და სასტუმროებში ჯამურად 1657 პაციენტია. მათგან 11 გახლავთ კრიტიკულად მძიმე პაციენტი, მძიმეების რაოდენობამ 75-ს გადააჭარბა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.