„მარიუპოლი ახალი ალეპოა. ვფიქრობ, ჩვენ გადამწყვეტ მომენტში ვართ, როდესაც უკრაინის კრიზისის ფონზე ევროპაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების პარამეტრები ეჭვის ქვეშ დგას“,- CNN-ის ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა დოჰას ფორუმზე, CNN-ის ბეკი ანდერსონთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „კოლექტიური დანაშაული” იქნება, თუ უკრაინის ქალაქ მარიუპოლის დასახმარებლად დასავლეთი არაფერს გააკეთებს.