მარიუპოლიდან ევაკუაცია დღესაც ვერ განხორციელდა - ქალაქის მმართველობა

პუბლიკა

უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდან მშვიოდბიანი მოსახლეობის ევაკუაცია დღესაც ვერ განხორციელდა.

BBC-ის ცნობით, ქალაქის მერის თანაშემწე ამბობს, რომ, დაახლოებით, 200 ადამიანი შეიკრიბა იმისთვის, რომ ავტობუსით ზაპოროჟიეში გადაეყვანათ, თუმცა რუსულმა ძალებმა ისინი მოსალოდნელი დაბომბვის შესახებ გააფრთხილეს და დაშლა მოსთხოვეს.

უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშუკი დღეს, 23 აპრილს აცხადებდა, რომ ევაკუაცია კიევის დროით 12:00-ზე დაიწყებოდა.

მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია წინა დღეებშიც არაერთხელ ჩაიშალა.

უკრაინის პრემიერ მინისტრმა დენის შმიჰალმა ენტონი ბლინკენთან შეხვედრაზე მარიუპოლს უდიდესი ჰუმანიტარული კატასტროფა უწოდა.