მარიუპოლიდან ევაკუაციისას ავტობუსებს ცეცხლი გაუხსნეს, დაშავებულთა შორის 4 ბავშვია - ზაპოროჟიეს ოლქის ხელმძღვანელი

პუბლიკა

ზაპოროჟიეს ოლქის ხელმძღვანელის ალექსანდრე სტარუხის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს 20-ზე მეტ ავტობუსს, რომელსაც მარიუპოლიდან საევაკუაციო დერეფნით მოსახლეობა გაჰყავდათ. თავდასხმის შედეგად 4 ბავშვი დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია.

„ვიმედოვნებთ,შევძლებთ ადამიანების გაყვანას და ცხოვრების ნორმალურ პირობებში დაბრუნებას. დღეს მძიმე დღეა, რადგან ისევ ბავშვები იტანჯებიან. ოთხი ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სამი ბავშვი მოჰყვა სროლებში გულიაიპოლსკის რაიონში. ოჯახები მარიუპოლიდან მიემგზავრებოდნენ. ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.“