მარიუპოლის კადრების გამოქვეყნების გამო, ჟურნალისტის წინააღმდეგ რუსეთში საქმე აღიძრა

პუბლიკა

საგამოძიებო კომიტეტმა ალექსანდრ ნევზოროვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ნევზოროვი არის რუსი ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, პუბლიცისტი, დოკუმენტური ფილმების რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი.

რუსული მედიის ცნობით, საქმე აღიძრა სისხლის სამართლის იმ მუხლით, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებას კრძალავს. კანონპროექტი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმამ და ფედერაციის საბჭომ 4 მარტს განიხილა და იმავე დღესვე დაამტკიცა. კანონდარღვევის შემთხვევაში კი, რუსეთის მოქალაქე 15 წლამდე პატიმრობით დაიჯება.

გამომძიებლების თქმით, 9 მარტს ნევზოროვმა Instagram-ის საკუთარ გვერდზე (instagram აღიარებულია ექსტრემისტულ ორგანიზაციად და აკრძალულია რუსეთში) 19 მარტს YouTube არხზე გამოაქვეყნა „განზრახ ცრუ ინფორმაცია მარიუპოლში სამშობიაროს განზრახ დაბომბვის შესახებ.“

ჯერ კიდევ 14 მარტს რუსეთში პარტია „ერთიანი რუსეთის“ დეპუტატმა ხამზაევმა ნევზოროვის პუბლიკაციებს ექსტრემისტული უწოდა და პროკურატურას მოუწოდა, შეამოწმოს მისი საქმიანობა.