მარიუპოლის სამშობიარო „აზოვის“ ბატალიონის ბაზა იყო - ლავროვი

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მტკიცებით, მარიუპოლის სამშობიაროში „აზოვის“ ბატალიონი დაბომბეს და არა მშვიდობიანი მოსახლეობა.

ლავროვის მტკიცებით, უკვე დიდი ხანია, რაც „აზოვის“ ბატალიონის წევრებმა და სხვა „რადიკალებმა“ „ხელში ჩაიგდეს“ სამშობიარო და პერსონალი, პაციენტები იქიდან გააძევეს. ლავროვის თქმით, მათ ამაზე 6 თუ 7 მარტს გაეროს ინფორმაციაც კი მიაწოდეს.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ვუყურებთ პათეტიკურ ტირილს რუსული შეიარაღებული ძალების ე.წ. ძალადობაზე“, – განაცხადა ლავროვმა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვის შემდეგ დაშავდა 17 და დაიღუპა 3 ადამიანი. დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია. რუსებმა მარიუპოლის სამშობიაროზე საჰაერო იერიში გუშინ მიიტანეს.