მარიუპოლის დრამატული თეატრში დაბომბვის შედეგად არავინ დაღუპულა, ადამიანები ტოვებენ დაბომბილი თეატრის თავშესაფარს. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის პარლამენტის წევრ სერგეი ტარუტაზე დაყრდნობით ავრცელებს.
16 მარტს მარიუპოლის საკრებულომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის მიერ დაიბომბა მარიუპოლის დრამის თეატრი, სადაც ასობით ადამიანი აფარებდა თავს. გავრცელებულია სატელიტიდან გადაღებული ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ თეატრის ეზოს ორივე მხარეს დიდი ასოებით ეწერია „ბავშვები“. ამ დრომდე დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ იყო.