მარიუპოლის თეატრის დაბომბვას 600-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - AP

პუბლიკა

გამოცემა Associated Press -ის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვას 600-მდე ადამიანი ემსხვერპლა. გამოცემამ გამოძიება 23 წყაროზე დაყრდნობით ჩაატარა.

25 მარტს BBC უკრაინის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერდა, რომ დაბომბვის შედეგად შესაძლოა, 300-მდე ადამიანი იყოს დაღუპული მარიუპოლის თეატრში, რომელსაც ასობით ადამიანის აფარებდა თავს.

მარიუპოლის საქალაქო საბჭოს შეფასებით, BBC-სა და Human Rights Watch-ის მიერ გამოკითხული მშვიდობიანი მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ თავდასხმამდე თეატრს რამდენიმე დღით ადრე 500-დან 1000-მდე ადამიანი აფარებდა თავს.

16 მარტს მარიუპოლის საკრებულომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა დაბომბა მარიუპოლის დრამის თეატრი, სადაც ასობით ადამიანი აფარებდა თავს. გავრცელებულია სატელიტიდან გადაღებული ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ თეატრის ეზოს ორივე მხარეს დიდი ასოებით ეწერია „ბავშვები“. ამ დრომდე დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ იყო.