რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, დღეს 5 მარტს, მოსკოვის დროით 10:00-დან მარიუპოლსა და ვოლნოვახას მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარულ დერეფანს ხსნის.
რუსეთის ცნობით, მშვიდობიან მოქალაქეებს ამ ქალაქების დატოვების შესაძლებლობა მიეცემათ. მათივე ცნობით, დერეფნები და მარშრუტები შეთანხმებულია უკრაინასთან.
ინფორმაციას ადასტურებს ასევე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი მიხაილ პოდოლიაკიც.