მარიუპოლში ინფექციებისგან შესაძლოა ათასობით მცხოვრები დაიღუპოს - მარიუპოლის მერი

პუბლიკა

მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო ამბობს, რომ შესაძლოა, ზაფხულში მარიუპოლში ინფექციური დაავადებები გავრცელდეს. ამის შესახებ ბოიჩენკომ ტელემარათონის ეთერში ისაუბრა.

მისი განმარტებით, რუსი ოკუპანტების თავდასხმების შედეგად მარიუპოლში 22 ათასი ადამიანი დაიღუპა, რასაც მოკლული მოქალაქეების ქაოსური დასაფლავებები მოჰყვა.

„ამას ემატება კანალიზაციის პრობლემა – ის არ მუშაობს. შესაბამისი სამსახურები ვერ იღებენ ნაგავს, ასევე მოქმედებს ამინდიც – იწყება ზაფხული და ტემპერატურა მატულობს. ამიტომ, ჩვენი ექიმები გვაფრთხილებენ, იმ საფრთხის შესახებ, რომელიც ამ ზაფხულს შეიძლება მოხდეს – ინფექციური დაავადებების აფეთქება – დიზენტერია, ჭირი და სხვა. ამ დაავადებებს შეუძლია ათასობით მარიუპოლელის სიცოცხლე შეიწირონ.“