მარიუპოლში რუსებმა დასაფლავებული ხალხის ამოთხრა დაიწყეს - ქალაქის საკრებულო

პუბლიკა

მარიუპოლის საკრებულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში რუსი სამხედროები დამარხულებს თხრიან. ჯარისკაცებმა საცხოვრებელი სახლების ეზოებში დასაფლავებული ადამიანების ექსჰუმაცია დაიწყეს, ხოლო მოქალაქეებს თავიანთი დაღუპული ახლობლების დამარხვის საშუალებას არ აძლევენ.

„ყველა ეზოს მიუჩინეს ზედამხედველი, რომელიც მარიუპოლის მცხოვრებლებს თავიანთი ნათესავებისა და ნაცნობების დამარხვის უფლებას არ აძლევს. უცნობია, რატომ დაიწყეს ექსჰუმაცია და რას უპირებენ ცხედრებს“, – აცხადებს მარიუპოლის საკრებულო.

თუმცა, საკრებულოს განცხადებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუსები მსხვერპლის დამალვას აპირებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მარიუპოლში 13 მობილური კრემატორიუმი შეიყვანეს და შეიძლება ცხედრების დაწვა და დანაშაულის კვალის დაფარვა სცადონ.