NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ადასტურებს ალიანსის მხარდაჭერას უკრაინის გაწევრებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, 33-ე წევრი იქნება.
„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. ეს არის პუტინისადმი ჩვენი გზავნილი: ჩვენ აქ ვდგავართ ხანგრძლივად, თუ ამის საჭიროება იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ ზელენსკიმ და უკრაინამ ძლიერი პოზიციიდან შეძლონ რუსეთთან საუბარი, მაგრამ სანამ ეს მომენტი დადგება, მას შეუძლია ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. პუტინს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ამ მხარდაჭერას შევწყვეტთ, ჩვენ მას გავაგრძელებთ.
დიახ, მომავალში NATO-ს ეყოლება 33 ან 34 წევრი. როგორც ამ მომენტში ჩანს, უკრაინა იქნება 33-ე წევრი, შესაძლოა, ვინმე მასზე წინ აღმოჩნდეს, მაგრამ უკრაინა იქნება NATO-ს წევრი მომავალში. ეს არის ის, რაც გადავწყვიტეთ”, – აღნიშნა რუტემ.
დღეს და ხვალ ევროპული საბჭოს სხდომები მიმდინარეობს. გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისადმი მიწვევის წერილი გამოაქვეყნა, სადაც ისაუბრა არსებულ გამოწვევებსა და განსახილველ საკითხებზე. ის ხაზს უსვამს, რომ მსჯელობის ერთ-ერთი მიმართულება იქნება საქართველოც, რადგან ქვეყანა, მოლდოვასთან ერთად, გადამწყვეტი ეტაპის წინაშე დგას.
ის წერილში მიუთითებს, რომ ევროპული საბჭოს სხდომაზე უკრაინა მთავარი საკითხი იქნება და წევრები ვოლოდიმირ ზელენსკისგან მოისმენენ მისი გამარჯვების გეგმას.